საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

ეს დღე ჩვენია

ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება

ქართული ეროვნულობისა და იდენტობის საფუძველია.

1700 წელია რწმენა გვაძლიერებს, სიყვარული გვაერთიანებს!

326 წელი

ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება

1918 წელი

დამოუკიდებლობის გამოცხადება

1991 წელი

დამოუკიდებლობის აღდგენა

second

აქართველოში 326 წელს ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა

ეს არა მხოლოდ ისტორიული თარიღი, არამედ ჩვენი ეროვნულობისა და იდენტობის საფუძველია;

ქრისტიანობის მიღებით ქვეყანამ აირჩია სულიერი გზა, რომელმაც განსაზღვრა ჩვენი კულტურა, აზროვნება, სახელმწიფოებრივი განვითარება და ფასეულობები.

იგი გამოვლინდა არქიტექტურაში, მხატვრობაში, საგალობლებსა თუ ლიტერატურაში.

განაგრძე კითხვა

1700-წლიანი გავლენა იდენტობაზე

სახელმწიფო სიმბოლოები პირველი რესპუბლიკის დროს და დღეს

1918

დღეს

რისტიანული რწმენა გვასწავლის სიკეთის გარჩევას ბოროტებისაგან;

გვეხმარება ჩავწვდეთ ჩვენი სულის სიღრმეს და ვიგრძნოთ მასში ორი დაპირისპირებული ძალის არსებობა, მათი ბრძოლა;

გვეხმარება, რათა დავძლიოთ შინაგანი გაორება და განწმედის საშუალებით - მონანიების, ლოცვის, მარხვის, აღსარების წმიდა ზიარების გზით ვპოვოთ განკურნება სულთა ჩვენთა,

აღვადგინოთ კავშირი ღმერთთან და შევიმოსოთ მისი ძალით და მადლით.

ილია II

გალერეა

საქართველოს
დამოუკიდებლობის
108 წელი

1918

საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ არასრული სამი წელი იარსება (1918-1921) და მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. მისი მემკვიდრეობა დღევანდელი ქართული სახელმწიფოსათვის ფასდაუდებელი გამოცდილება და სიამაყის საგანია.

26 მაისი, საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღება, იუნკერთა გმირობა და 1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის მეთერთმეტე არმიის თბილისში შემოსვლა ‒ ეს ის ფაქტებია, რომლებიც საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ კარგად იცის, თუმცა თავისუფლების ეს მცირე პერიოდი დღემდე აქტუალურია.

ეს იყო დემოკრატიული რესპუბლიკა, რომელმაც ბევრ განვითარებულ ქვეყანაზე ადრე, ჩაატარა საყოველთაო არჩევნები ორივე სქესის მოქალაქეთა მონაწილეობით;

განაგრძე კითხვა

1991

1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესმა საბჭომ "საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი„ მიიღო. საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ, ზვიად გამსახურდიამ, 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული საყოველთაო რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ, 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული საყოველთაო რეფერენდუმის ერთადერთ შეკითხვას - „ხართ თუ არა თანახმა 1918 წლის 26 მაისი სსაქართველოს დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე აღდგეს საქართველოს დამოუკიდებლობა" - დადებითად უპასუხა.

განაგრძე კითხვა

საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული ისტორიული მასალა

გალერეაში წარმოდგენილი საარქივო მასალა ასახავს საქართველოს პირველი რესპუბლიკის შესახებ დოკუმენტებს, 1918 და 1991 წლებში დამოუკიდებლობის გამოცხადებას. შეგიძლიათ ასევე იხილოთ სამეგრელოს ქალაქების, ეკლესია-მონასტრებისა და აქ დაცული საეკლესიო ნივთების ფოტოები. სწორედ სამეგრელოში მართავს სადღესასწაულო ღონისძიებებს იუსტიციის სამინისტრო.